2013-11-04
სტუდენტები სიცოცხლისთვის!!!
სტუდენტები სიცოცხლისთვის!!!
ეს არის თსუ-ს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანია დაეხმაროს დაავადებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. უნივერსიტეტში დაახლოებით 22 000 სტუდენტი ვართ. თითოეულმა ჩვენგანმა თვეში თუნდაც ერთი ლარი ან უფრო ნაკლებიც რომ ჩააგდოს ყუთში, თანხა საკმაოდ სოლიდური გამოვა და
სტუდენტების სახელით, უამრავი
სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. თითოეული სტუდენტის ჯიბიდან ყოველ თვე საკმაოდ დიდი თანხა მიდის ქველმოქმედებაში, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ხშირად უძლურნი ვართ ხოლმე. სწორედ ამიტომ,
სიკვდილის დასამარცხებლად, ჩვენი გაერთიანებაა საჭირო!
საქველმოქმედო ყუთები წარწერით -
„სტუდენტები სიცოცხლისთვის!!!“ უკვე დგას უნივერსიტეტის
II, V ,VI და მაღლივ კორპუსებში. ასევე
I კორპუსის ეზოში მდებარე სასადილოში. ეს ყუთები პერიოდულად გაიხსნება და შიგნით თავმოყრილი თანხა მთლიანად გადაირიცხება იმ დაავადებული ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ყველაზე მეტად და ყველაზე სასწრაფოდ ესაჭიროებათ.
მეგობრებო, გთხოვთ, გულგრილად ნუ ჩავუვლით ყუთებს.
თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებულ თანხას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს! შემოგვიერთდით უნივერსიტეტელებო!
ყუთის გახსნის თარიღს, იმ ადამიანის ვინაობას, ვისაც თანხას გადავურიცხავთ და სხვა დამატებით ინფორმაციას შეიტყობთ “ფეისბუკზე” არსებული ჩვენი გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/studentebisicocxlistvis
« იხ. ყველა სიახლე