ბეჭდვა |/ დახურვა |
14 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალი ორენოვანია და წელიწადში ორჯერ გამოიცემა.