21 – 23 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელიც ეძღვანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოეკონომიკა, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობაზლიაცია.