"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესის შესაბამისად სტატიებისა და კონფერენციების ქულათა რანჟირება
სამეცნიერო ნაშრომები:
პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ ბეჭდურ, ან ელექტრონულ რეცენზირებად/რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში ფასდება 3 ქულით.
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების გამოცემებში გამოქვეყნებული ბეჭდური ან ელექტრონული პუბლიკაციები შეფასდება 2 ქულით.
სამეცნიერო ჟურნალების სია, რომლებშიც სტატიის გამოქვეყნება სტუდენტებს უპირობოდ ჩაეთვლებათ:
შენიშვნა: ცალკეულ/სხვა შემთხვევებზე იმსჯელებს კომისია;
კონფერენციები:
1. საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 3 ქულით.
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 2 ქულით.
3. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ფასდება 1 ქულით;
4. ორგანიზაციების ნუსხა, რომელთა მიერ ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობას ფაკულტეტი ასევე უპირობოდ აღიარებს და აფასებს 1 ქულით:
- საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და
- ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
- ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"
- ფრიდრიხ ებერტის ფონდი
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- „ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება“
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
- "ღია საზოგადოება-საქართველო"
- ჰაინრიხ ბიოლის ფონდი
- CENN
- ეფექტიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
შენიშვნა: ცალკეულ/სხვა შემთხვევებზე იმსჯელებს კომისია;