ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-22

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო და მოლდოვა: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება”


2016 წლის 26 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტთან ერთად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე “საქართველო და მოლდოვა: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება”.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 19 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) ინგლისურ ენაზე მისამართზე malkhaz.matsaberidze@tsu.ge. აბსტრაქტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო ელფოსტა.

კონფერენციის შემდეგ იგეგმება სტატიების კრებულის გამოქვეყნება.
სტატიის მოცულობა: 3.000- 5.000 სიტყვა.
ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ციტირების APA სტილით.

Print

« იხ. ყველა სიახლე