ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-27

მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების (# 16/30.10.10.2014) შესაბამისად შეიქმნა მულტიმედია საბჭოს წევრთა წევრთა კანდიდატების შერჩევის კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: მარიამ გერსამია- კომისიის თავმჯდომარე, დალი ოსეფაშვილი -კომისიის წევრი , არჩილ დადიანი- კომისიის წევრი.ბრძანების შესაბამისად კომისიას ევალება :   ორი კანდიდატურის შერჩევა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე ან მერვე სემესტრის სტუდენტებიდან, ერთი კანდიდატურის შერჩევა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიდან.

სტუდენტთა კანდიდატებმა თსუ-ს მეექვსე კორპუსის კანცელარიაში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ( ამონაწერი სასწავლო ბარათიდან) და სამოტივაციო წერილი.

საბუთების მიღების ვადა განსაზღვრულია  2014 წლის 13 ოქტომრიდან - 30 ოქტომრამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე