2018-04-20

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია


2018  წლის  14-15 ივნისს,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს ინდივიდუალურად ან ორი სტუდენტის თანაავტორობით.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია (სარეგისტრაციო ფორმა) და 15 მაისის ჩათვლით გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge

აბსტრაქტებს განიხილავს ჟიური და მონაწილეებს  შედეგები  ეცნობებათ 16 მაისს.

სტუდენტებმა საპრეზენტაციო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ  ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge 12 ივნისის 17 საათამდე. 
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

აბსტრაქტის სტრუქტურა:

  • საკითხის აქტუალობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • მოსალოდნელი შედეგები

მოხსენების სტრუქტურა:
  • სათაური
  • საკითხის აქტუალობა
  • მეთოდოლოგია
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი 
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა

შენიშვნა:  მოხსენება მომზადებული უნდა იყოს  Power Point-ის ფორმატში,  არაუმეტეს 15 სლაიდისა.

საკონტაქტო პირი

ნინო აბესაძე (VI კორპუსი, ოთახი №406)
ელფოსტა: socpol.science@tsu.ge
ტელეფონი: 2 22 11 01 (228)


მნიშვნელოვანი თარიღები:

20 აპრილი _ ინფორმაცია კონფერენციის გამოცხადების შესახებ
11 მაისი _ აბსტრაქტების მიღების დასრულება
16 მაისი _ კონფერენციის მონაწილეთა გამოვლენა
12 ივნისი – საპრეზენტაციო დოკუმენტების მიღების დასრულება
14-15 ივნისი _ კონფერენციის ჩატარების თარიღი

Print

« იხ. ყველა სიახლე