2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის 1აგვისტოდან 2019 წლის 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
- 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის 1აგვისტოდან 2019 წლის 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო.
საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში
11მაისიდან – 15 მაისის 18:00 საათამდე მისამართზე: social@tsu.ge
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება
19 მაისს
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 21 მაისს
გისურვებთ წარმატებებს !