2018-11-09

ბულგარეთის საელჩოს ესეების კონკურსი

ბულგარეთის საელჩო საქართველოში აცხადებს ესეების კონკურსს ქართველი ახალგაზრდებისთვის. ესეს თემაა "ნატო, საქართველო და უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები: 2018 წლის ბრიუსელის სამიტსა და მის ფარგლებს გარეთ". კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნატოს უსაფრთხოების საკითხებით. 

ესე შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, 3-დან 5 გვერდამდე მოცულობით. კონკურსანტებმა თავიანთი ნაშრომები უნდა გაგზავნონ ორ ელფოსტაზე: embassy.tbilisi@mfa.bg  christiana.christova@mfa.bg  არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა. 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ბმული:

Print

« იხ. ყველა სიახლე