2019-06-28

მაგისტრანტთა საყურადღებოდ!!!

2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იწყება სამაგისტრო ნაშრომების შემოწმება პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge. 

მაგისტრანტებს მოეთხოვებათ სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე (/ge/faculties/social/study), ისე  ელექტრონული სწავლების პორტალზე კონკრეტული სამაგისტრო პროგრამისთვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე. 

გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით მისი სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.

სამაგისტრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.


გისურვებთ წარმატებას!


Print

« იხ. ყველა სიახლე