ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-21

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!


2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
 აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო განმარტებები
1 მარტი – 6 მარტი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად, საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 1 მარტს, 12 :00 საათზე.

1 მარტის 12 საათიდან – 2 მარტის 10 საათამდე  საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:
საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:
საფაკულტეტო არჩევითი კურსები:

2 მარტს, 10:00 საათზე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა გაიხსნება, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრეთვე ყველა სხვა დანარჩენი ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის.
ინგლისური ენა - მეორე სემესტრის სტუდენტებს ბაზაში არჩეული დახვდება წინა სემესტრის პედაგოგის გათვალისწინებით ( პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ უფროს სპეციალისტ   თამარ  ქარსაულიძეს,  IV კორპუსი, №201)

რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვწერეთ sms.tsu.ge-დან.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  ტუტორთა მიერ სტუდენტების კონსულტირება იწარმოებს შესაბამის მიმართულებებზე:

საერთაშორისო  ურთიერთობები  – IV კორპუსი, №201, 2 29 03 66
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპუსი, №306,  2 25 08 19
საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპუსი, №211, 222 11 01 (261)
პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპუსი, №301, 222 11 01 (254)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – IV კორპუსი, №211; 

დამატებითი ინფორმაცია

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სააუდიტორო მეცადინეობები ჩატარდება:

თსუ I კორპუსი  მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №1
თსუ II კორპუსი  მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №3
თსუ IV კორპუსი მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი №14
თსუ VIII კორპუსი  მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი №13
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა ვაჟა-ფშაველას გამზირი №44

შენიშვნა:

სააუდიტორო მეცადინეობები თსუ-ს VI კორპუსში, განახლდება გარემოების შესაბამისად.

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე