2016-09-19

ბაკალავრიატის სტუდენტთათვის!


ინსტრუქცია 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
 აკადემიური   რეგისტრაციის შესახებ

20 – 25 სექტემბერი 

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა ხორციელდება წინაპირობების  შესაბამისად,  საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   20 სექტემბერს  12 საათზე.

20 სექტემბერს  12 საათიდან –14 საათამდე  შესაძლებელი იქნება:

  • ძირითადი სპეციალობის/major  სასწავლო კურსების  არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება  მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის)

  • I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. 

20 სექტემბერს  14 საათიდან

  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც)

21 სექტემბერს  10 საათიდან

  • სტუდენტები აირჩევენ  სხვა ფაკულტეტების  მიერ შეთავაზებულ სასწავლო კურსებს.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის მიმართულებებს:
  • საერთაშორისო  ურთიერთობები  – IV კორპუსი, № 201; 229 03 66
  • სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპუსი, №306;  225 08 19
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპუსი, №211; 222 11 01 (261)
  • პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპუსი, №301; 222 11 01 (254)
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია –VI კორპუსი, №301; 222 11 01 (234)
  • ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური – VI კორპუსი, №207; 225 17 35

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ    წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე