ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-24

ცხადდება განცხადების მიღება GEOPATH-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის


საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი თსუს სოციალურ და პოლიტურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით იწვევს დოქტორანტურის სტუდენტებს GEOPATH-ის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  

პროგრამის მიზანია ფინანსური და კვლევითი მხარდაჭერა გაუწიოს ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, რომლებსაც დოქტორის ხარისხის მოპოვება სურთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკის მეცნიერების დისციპლინების სადოქტორო პროგრამების პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ თემაზე - საქართველოს სამომავლო სტრატეგიული კურსი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე (Georgia’s strategic path in the Russia-West rivalry). პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2m1vbzS 

სტoპენდიის დეტალები 
პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიას 3 წლის განმავლობაში, 4,800 ნორვეგიული კრონის ოდენობით თვეში (მოიცავს სწავლის გადასახადსაც).

მონაწილეობის კრიტერიუმები 
აპლიკანტები უნდა იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019-2020 სასწავლო წლის დოქტორანტურის სტუდენტები.

სააპლიკაციო პროცესი   
აპლიკანტებმა, ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@gip.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრისა: 

CV და კვლევის პროექტი შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამასთან და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ელექტრონულ მისამართზე info@gip.ge

GEOPATH-ის შესახებ
GEOPATH საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ერთობლივი სამწლიანი კვლევითი პროექტია. პროექტის მიზანია მაღალი ხარისხის, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის წარმოება საქართველოს სამომავლო სტრატეგიული კურსის შესახებ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების გამძაფრების ფონზე. პროექტი შეისწავლის, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ როლს ევროკავშირი, რუსეთი და საქართველო და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე, მათ შორის აფხაზეთზე. GEOPATH-ის პროგრამა 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) შესახებ 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასაწყისში დაარსდა. GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად.

Print

« იხ. ყველა სიახლე