ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-06

საჯარო ლექცია თემაზე: "დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს"


გაცნობებთ, რომ  7 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი, რომელიც თსუ რექტორთან  ლადო პაპავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ  სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever” /"დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს".

ლექცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში- 107 (ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი,).

 


Print

« იხ. ყველა სიახლე