ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-30

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია


2016 წლის 15–16 დეკემბერს,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს. მონაწილეობის მსურველთა აბსტრაქტები განიხილება შესაბამისი მიმართულების ან ინტერდისციპლინურ სამეცნიერო წრეზე. მას შემდეგ, რაც სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი დადებითად შეაფასებს აბსტრაქტს, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია (სარეგისტრაციო ფორმა). 

აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 14 ნოემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე– socpol.science@tsu.ge

საკონფერენციო ნაშრომებს განიხილავს ჟიური და შედეგები 21 ნოემბერს ეცნობება მონაწილეებს.

მონაწილე სტუდენტებმა საპრეზენტაციო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ  ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge 13 დეკემბრის 18 საათამდე. 

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს დიპლომები.

აბსტრაქტის სტრუქტურა:
  • ნაშრომის არსი
  • საკითხის აქტუალობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • მოსალოდნელი შედეგები

შენიშვნა: აბსტრაქტი გააფორმეთ APA სტილის გამოყენებით


მოხსენების მომზადების წესი
  • მოხსენების ხანგრძლივობაა 15 წუთი, Power Point-ის პრეზენტაცია არაუმეტეს 15 სლაიდისა.

მოხსენების სტრუქტურა:
  • სათაური
  • აბსტრაქტი
  • საკითხის აქტუალობა
  • მეთოდოლოგია
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი 
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო პირი

ნინო აბესაძე (VI კორუსი, ოთახი №406)
ელფოსტა: socpol.science@tsu.ge
ტელეფონი: 2 22 11 01 (228)


მნიშვნელოვანი თარიღები:

3 ოქტომბერი _ ინფორმაცია კონფერენციის გამოცხადების შესახებ
14 ნოემბერი _ რეზიუმეების მიღების დასრულება
21 ნოემბერი _ კონფერენციის მონაწილეთა გამოვლენა
13 დეკემბერი – საპრეზენტაციო ფაილების მიღების დასრულება
15–16 დეკემბერი _ კონფერენციის ჩატარების თარიღი



Print

« იხ. ყველა სიახლე