21-23 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება
VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“.
კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
საკონფერენციო თემების აბსტრაქტები მიიღება: საზოგადოებრივი გეოგრაფიის, პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, დემოგრაფიის, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევების, გლობალიზაციის, ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის სფეროებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
დეტალური ინფორმაცია
იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე