ცხადდება კონკურსი
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში „სულხან - საბა ორბელიანის სახელობის“ სტიპენდიის მოსაპოვებლად
საფუძველი: თსუ-ის რექტორის 2017 წლის 1 4 თებერვლის N20/01-01 ბრძანება
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის III - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს მინიმუმ 30 კრედიტი და აქვს აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში არანაკლებ 81 ქულისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი ნებისმიერი ბანკიდან;
- 2016 -2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
- 2016 -2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 6 მარტამდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 6 მარტამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის
14 მარტიდან -20 მარტის ჩათვლით, 10:00 დან-17:00 საათამდე,
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში – თსუ IV კორპ. ოთახი №201, თ. ქარსაულიძე; მ. მსხალაია
ტელეფონი: 2 29 03 66