ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-22

ღია კარის დღე


7 ივნისს, 17:00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის - ინტერდისციპლინური მიმართულება და გენდერის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ  ღია კარის დღეზე 2018-2019 სასწავლო წლისთვის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით. 

პროგრამის მოკლე მიმოხილვა:
სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევები არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ სამხრეთ კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელი. სწავლების ენა - ქართული.

მისამართი: თსუ მე-2 კორპუსი, III სართული, აუდიტორია 336, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა.

ელ.ფოსტა: genderinstitute@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე