2017-09-22

საინფორმაციო შეხვედრა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან


მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 12 საათზე, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას, სადაც სტუდენტები და სხვ პროფესორები გაეცნობიან ცენტრის საქმიანობას.

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]"-ს ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამაა და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG); 2015 წლიდან თსუ-ს ბაზაზე ფუნქციონირებს თსუ ახალგაზრდული ცენტრი.  ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) თსუ-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. 

თსუ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში. 

მიმდინარე აკადემიური წლის (2017-2018) დაწყებასთან დაკავშირებით, ამა წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე მცირე საინფორმაციო შეხვედრები.

შეხვედრა გაიმართება ცენტრის წარდგენისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში და გაგრძელდება დაახლოებით 30-40 წუთს. შეხვედრას დაესწრებიან როგორც თსუ-ის ახალგაზრდული ცენტრის, ისე საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) წარმომადგენლები. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ი.ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #318


Print

« იხ. ყველა სიახლე