2014-10-01

ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსი

2 ოქტომბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ, პირველი კორპუსი. აუდიტორია 07) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსის შესახებ. 

ქალბა ტონი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს მწერლის, ფილოსოფოსის, ისტორიკოსის, კულტუროლოგის ბატონი ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსს საქართველოს ყველა სტუდენტისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა მოამზადონ ესეები, ჯანრი კაშიას 11 ტომეულიდან, რომელიმე ნაწარმოებზეhttps://www. facebook.com/kachiajanri?ref= hl

ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 მარტი. 
დაჯილდოება გაიმართება 8 მაისს.
გამარჯვებული სტუდენტები, სამი მიმართულებით გამოვლინდებიან:
1.ლიტერატურა 
2.პუბლიცისტიკა და ისტორია
3.კულტუროლოგია და ფილოსოფია 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს საპრიზო თანხას - 1000 დოლარს.

ესეები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ, შემდეგ მისამართზე:
konkursantebi@gmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე