ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-05

სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და  დოქტორანტურა)  სტუდენტებს. ერთი მოხსენების წარმოდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს.

მსურველებმა უნდა გამოგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, მეცნიერ–ხელმძღვანელის რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად) და აბსტრაქტი  (მოხსენების მომზადების წესი) ფაკულტეტის სამეცნიერო - კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (socpol.science@tsu.ge)  2018  წლის  4 ნოემბრის 17:00 საათამდე.  ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითოთ  78-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია.

აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 11 ნოემბერს. მონაწილეებმა საპრეზენტაციო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (socpol.science@tsu.ge) 26 ნოემბრის 16:00 საათამდე.

სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება მიმდინარე წლის  27-28 ნოემბერს.

კონფერენციაზე იმუშავებს თემატური სექციები. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. სექციებიდან  შეირჩევიან საუკეთესო მომხსენებელები, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული სტუდენტების მიერ ჟურნალის ინსტრუქციის შესამაბისად მომზადებული სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება ფაკულტეტის სტუდენტურ გამოცემაში „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (http://sjss.tsu.ge/).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური (თსუ, VI კორპუსი, ოთახი №406.  socpol.science@tsu.ge)

Print

« იხ. ყველა სიახლე