ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
"პოლიტიკა კავკასიის გარშემო", რომელიც გაიმართება 2018 წლის 16 ნოემბერს.
კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის და სახელმწიფოების პოლიტიკური აქტორების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურისა და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაიტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის განვითარების საკითხებით.
კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური.
- აბსტრაქტს წარდგენის ვადა: 24 სექტემბერი 2018;
- აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბრიდან (ავტორებს ეცნობებათ წერილობით);
- მოხსენების წარდგენის ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი;
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ:
igns@tsu.ge მეილზე შემდეგი სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", 2018
სარეგისტრაციო ფორმა:
აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;
მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;
სტილი - APA
ქაღალდის ზომა - A4
ფონტი - Times New Roman
კონფერენციის მოსაკრებელი
საკონფერენციო მოსაკრებელის ოდენობა: 50 ლარი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი გათავისუფლებულია მოსაკრებელისგან.
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 204864548
საკუთარი შემოსავლები
სსიპ თსუ მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967253
კონტაქტი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს სამეზობლოს კვლევითი ინსტიტუტი“
მაია მანჩხაშვილი
მისამართი: თსუ IV კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №14, თბილისი
ტელეფონი: +995 557 323227.
ელფოსტა: maia.manchkhashvili@tsu.ge