2012-04-20
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. სამეცნიერო მოხსენება თემატურად შეზღუდული არ არის.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ა) საზოგადოებრივი გეოგრაფია;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობები;
გ) ფსიქოლოგია;
დ) ჟურნალისტიკა;
ე) სოციალური მუშაობა;
ვ) სოციოლოგია;
ზ) პოლიტიკური მეცნიერება.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) სტუდენტის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ–ფოსტა, მიმართულების დასახელება);
ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წარდგინება (წერილობითი სახით);
გ) მოხსენება (სტრუქტურა: სახელი, გვარი, სათაური, ტექსტი, გამოყენებული ლიტერატურა).
კონფერენცია ჩატარდება 2012 წლის 25 მაისს, პარასკევს, VI კორპუსის დარბაზში.
მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 18 მაისი. (VI კორპუსი, 204 ოთახი, 17 საათამდე. საკონტაქტო პირი – რევაზ ჯორბენაძე, ტელეფონი: 2230053, rjorbenadze@yahoo.com.)
« იხ. ყველა სიახლე