2016-06-17

საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევართათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისათვის.

საზაფხულო სკოლის მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების უნარ-ჩვევები სწავლების, კვლევისა და გამოქვეყნების მიმართულებით.

საზაფხულო სკოლა ჩატარდება მიმდინარე  წლის 22-26 ივლისს (თსუ, VI კორპუსი, #303)

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პროფესიული ბიოგრაფია: სადოქტორო პროგრამის, სადოქტორო ნაშრომის სათაურის, ნაშრომის მოკლე ანოტაციისა და ხელმძღვანელის მითითებით, ელფოსტაზე-
teona.mataradze@tsu.ge, არაუგვიანეს 10 ივლისისა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებს დასჭირდებათ ლეპტოპი, რომელშიც  ჩაწერილი იქნება ან ჩაიწერება SPSS-ის პროგრამა.

დამატებითი კითხვებისათვის  დაგვიკავშრდით:

მარინე ქევხიშვილი marinakevkhishvili@gmail.com, 599708910

თეონა მატარაძე  teona.mataradze@tsu.ge, 599167976

საზაფხულო სკოლის პროგრამა :

Print

« იხ. ყველა სიახლე