ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-27

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის პირველი ნომრისთვის.

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას. 

სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამისი მიმართულების/მიმართულებების პროფესორის/პროფესორების წერილობითი რეკომენდაციით. რედაქციაში შემოსული   სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ  მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 

რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2500 სიტყვამდე მოცულობის ტექსტს.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის ანონიმურ  შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან.

სტატიები მიიღება 2017 წლის  28 თებერვლის  ჩათვლით,  ელექტრონულ ფოსტაზე: sjss@tsu.ge.

დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილ ნაშრომები არ მიიღება.

საკონტაქტო  პირები:
თეონა მატარაძე  
ელფოსტა: teona.mataradze@tsu.ge
ტელეფონი : 599 16 79 76

ნინო აბესაძე 
ელფოსტა: ninoabesadze@tsu.ge
ტელეფონი : 555 94 39 37

ინსტრუქცია ავტორთათვის

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია


Print

« იხ. ყველა სიახლე