2018-09-28
პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია- "ცვლილება და უწყვეტობა მცირე ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში: ელიტის აღქმები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი.
4 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი კორნელი კაკაჩია წაიკითხავს ლექციას თემაზე: ცვლილება და უწყვეტობა მცირე ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში: ელიტის აღქმები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე