ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-27

სამუშაო შეხვედრა სოციალურ მუშაკთა განათლების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ბავშვთა ზრუნვისა და დაცვის სრულყოფის ცენტრის (CELCIS) ორგანიზებით 2019 წლის 3-4 ოქტომბერს გაიმართება სამუშაო შეხვედრა სოციალურ მუშაკთა განათლების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან და ალბანეთიდან. 

გამოცდილების გაზიარებასთან ერთად მონაწილეები დასახავენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. დასწრება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.  №1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N101

Print

« იხ. ყველა სიახლე