2013-10-30
საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“
საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“
30 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება. საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“. აქცია საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პროექტის „სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად“ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიმდინარეობს. აქცია 15.00 საათამდე გაგრძელდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე