2016-03-23

საბუთების მიღება დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის


ცხადდება კანდიდატთა შერჩევა დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2016 წლის 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 9.00-18.00სთ. დოქტორანტურის განყოფილებაში (თსუ, IV კორპუსი, ოთახი N 209).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  2. ავტობიოგრაფია (CV)
  3. სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
  4. სამეცნიერო პუბლიკაციის დამადასტურებელი საბუთი;
  5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  6. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან GPA– ს მითითებით დამოწმებული სპეციალისტის მიერ.

Print

« იხ. ყველა სიახლე