10 ნოემბერს 13:00 საათზე VI კორპუსის 303–ე აუდიტორიაში
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის
საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორი ჯულია ბაქსტონი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან
სამაგისტრო პროგრამებისა და დაფინანსების გზების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ
Central European University
- საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 130 ქვეყნის სტუდენტებს აერთიანებს. უნივერსიტეტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდებარეობს და აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2014 წლის Times Higher Education–ის რეიტინგების სიის მიხედვით
CEU მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულშია შესული.
შეხვედრაზე ქალბატონი ჯულია ასევე წაიკითხვას ლექციას:
დებატები თანამედროვე უსაფრთხოების შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ძალადობა, კონფლიქტი და ექსკლუზია, საჯარო ადმინისტრირება.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მოისმინეთ საინტერესო ლექცია და პირადად შეხვდით უნივერსიტეტის წარმომადგენელს თბილისში!
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1საათი.
სამუშაო ენა: ინგლისური