ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-19

ბულგარეთის საელჩოს ესეების კონკურსი


ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობასთან დაკავშირებით ბულგარეთის საელჩო საქართველოში აცხადებს ესეების კონკურსს ქართველი ახალგაზრდებისთვის.

ესეს თემაა „ევროკავშირი 2030-ში“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირითა და მისი მომავლი განვითარების საკითხებით. ესე შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, 3-დან 5 გვერდამდე მოცულობით. 

გამარჯვებული 4 დღით გაემგზავრება ბულგარეთში, სადაც ის შეხვდება კოლეგებს და უკეთ გაიცნობს ბულგარულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებსა და აქტივობებს.

კონკურსანტებმა თავისი ნაშრომები უნდა გააზავნონ ორ ელ–ფოსტაზე: embassy.tbilisi@mfa.bg და christiana.christova@mfa.bg არაუგვიანეს ა/წ 30 მარტისა.

 სპეციალური ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს და გამოაცხადებს ა/წ აპრილში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/events/1740496052683373/

Print

« იხ. ყველა სიახლე