ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-30

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის სოციოლოგიისა და პოლიტიკის აქტუალური საკითხები“


2017 წლის 1 თებერვალს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებების ინიციატივით, ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის სოციოლოგიისა და პოლიტიკის აქტუალური საკითხები“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები განიხილება სპეციალური კომისიის მიერ. ნაშრომები მიიღება 2017 წლის 16 იანვრის 18 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე – tengiz.verulava@gmail.com

საკონფერენციო ნაშრომების განხილვის შედეგები 21 იანვარს ეცნობება მონაწილეებს.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო, რეფერირებად ჟურნალში "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა".

იხილეთ სტატიის გაფორმების წესი

საკონტაქტო პირი

თენგიზ ვერულავა
ელფოსტა: tengiz.verulava@gmail.com
მობილური: 577284849

კონფერენციის ორგანიზატორები: იაგო კაჭკაჭიშვილი, თენგიზ ვერულავა, გიორგი გოგსაძე, თეონა მატარაძე
ჟიურის შემადგენლობა: იაგო კაჭკაჭიშვილი, თენგიზ ვერულავა, ზურაბ ტატანაშვილი

Print

« იხ. ყველა სიახლე