2013-08-15

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
• სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება.

შიდა მობილობის ვადები (ბრძანება №95/01-01, 12.08.13)

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 2013 წლის 29 აგვისტო.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 2013 წლის 2 – 3 სექტემბერი.
5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმება - 2013 წლის 4 - 5 სექტემბერი.
6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 6 სექტემბერი.
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვროს 2013 წლის 9 სექტემბერი.

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა


ელექტრონული პორტალი

• შიდა მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
• სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.


საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

• საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები (საკონკურსო ქულა) აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
• ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.
• შიდა მობილობის მსურველი მოიპოვებს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით.


ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

•სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმების თაობაზე.
• შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საგანმანათლებლო ერთეულს და არ გააფორმებს შეთანხმებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.


საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა

საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა ხორციელდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ"№74/2012 დადგენილების შესაბამისად.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია

მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში:

• ბაკალავრიატი - 12 აგვისტო - 7 სექტემბერი;
• მაგისტრატურა - 12 აგვისტო - 24 სექტემბერი.



საკონტაქტო ინფორმაცია

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, თსუ, უნივერსიტეტის ქ. №13, XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №302; №303. ტელეფონი: 2 30 36 92; 2 30 40 70.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №203; ტელ.: 2 22 21 08

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მის: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელეფონი: 2 25 17 36

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, VI სართული, ოთახი №618 (კანცელარია); ტელეფონი: 2 30 34 98

იურიდიული ფაკულტეტი
მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №129 (კანცელარია); ტელეფონი: 2 29 30 61

მედიცინის ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, ჭიაურელის 2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №30. ტელეფონი: 2 54 08 23

ტურიზმის საერთაშორისო სკოლა
მის: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი № 202; ტელეფონი: 2 39 18 03.



"ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-04 ბრძანება



"ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №93/01-04 ბრძანება
Print

« იხ. ყველა სიახლე