2015-03-06
გაცნობებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით, გეგმავს რეგულარული სალექციო ციკლის ორგანიზებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის (DCFTA) თემატიკაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტირებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსთვის. ლექციებს ჩაატარებენ EUGBC-ის კვალიფიციური ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში არსებული წამყვანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. სამიზნე ჯგუფს ძირითადად წარმოადგენენ სტუდენტები ეკნომიკის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობის, საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტებიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ვროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ამ მიმართულებით შემდგომი ჩართულობის უზრუნველჰყოფა.
პირველი ლექცია ჩატარდება
2015 წლის 10 მარტს, 17:00-19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, ჯავახიშვილის
107-ე აუდიტორიაში თემაზე: „ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია,“ მომხსენებელი გახლავთ ბატონი ამირან კავაძე - ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და შვედეთში, ამჟამად ‘შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის’ პროფესორი. ლექციაზე ასწრება შეუძლია თსუ-ს მოქმედ სტუდენტებს და ყოფილ სტუდენტებს.
« იხ. ყველა სიახლე