2017 წლის 27 თებერვალს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ძირითადი დილემა: გეოეკონომიკა VS გეოპოლიტიკა“.
კონფერენცია ორგანიზებულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტების მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულების ბაკალავრს.
კონფერენციის მიზანია გეოეკონომიკის, როგორც ცოდნის ახალი დარგის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ მიმართულებით, სამეცნიერო კვლევების გააქტიურება და ახალგაზრდა მკვლევრების წახალისება.
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 თებერვალი.
აბსტრაქტის სტრუქტურა
- ნაშრომის არსი
- საკითხის აქტუალობა
- კვლევის მეთოდოლოგია
- მოსალოდნელი შედეგები
- მოცულობა 250 -300 სიტყვა
მოხსენების მომზადების წესი. მოხსენება უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 2200 სიტყვისა (A4 ფორმატის ფურცელი, შრიფტი - ქართული უნიკოდი (Sylfaen), შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5; ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1,5, ზემოთ და ქვემოთ - 2,5). სასურველია მომხსენებელმა გამოიყენოს ვიზუალიზაციის ხერხები (Power Point-ის პრეზენტაცია. მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას. ამ უკანასკნელის დამოწმებისას უნდა გამოიყენებოდეს APA-ს სტილი.
მოხსენება – 15 წუთი.
დისკუსია - 5 წუთი.
მოხსენების სტრუქტურა:
•
სათაური
•
აბსტრაქტი
•
საკითხის აქტუალობა
•
მეთოდოლოგია
•
ლიტერატურის მიმოხილვა
•
ძირითადი ტექსტი
•
დასკვნა
•
ბიბლიოგრაფია
მნიშვნელოვანი თარიღები:
19 დეკემბერი - კონფერენციის გამოცხადება
10 თებერვალი - აბსტრაქტის მიღების ბოლო თარიღი
17 თებერვალი - კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება
27 თებერვალი_ კონფერენციის ჩატარების თარიღი
საკონტაქტო პირები:
გიორგი კვინიკაძე (IV კორუსი, ოთახი №213)
ტელეფონი: 599 92 51 71
თეონა მატარაძე
ტელეფონი: 599 16 79 76