ბეჭდვა |/ დახურვა |
დოქტორანტმა კოლოკვიუმის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია უნდა წარადგინოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში (თსუ VI კორპუსი, #406) დაცვამდე 15 დღით ადრე. სამსახური უზრუნველყოფს კოლოკვიუმის ელექტრონული ვერსიის დოქტორანტის სამეცნიერო და პროგრამის ხელმძღვანელთან და სამსახურის მიერ შერჩეულ რეცენზენტთან გადაგზავნას. პროცედურების დარღვევის შემთხვევაში დოქტორანტი დაცვაზე არ დაიშვება.
სემინარის წარდგენის წესი
დოქტორანტმა სასემინარო ნაშრომი უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს პრეზენტაციამდე სამი კვირით ადრე. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი აფასებს სასემინარო ნაშრომს. დოქტორანტმა პრეზენტაციაზე უნდა წარმოადგინოს სასემინარო ნაშრომის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია და ხელმძღვანელის დასკვნა.
ვრცლად იხილეთ სადისერტაციო საბჭოს დებულება