2016-02-23

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!


2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო განმარტებები

24 თებერვალი - 29 თებერვალი


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება

24 თებერვალს, 12 საათზე !

24 თებერვლის 12 საათიდან - 25 თებერვლის 10 საათამდე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:
  • ძირითადი სპეციალობის/ Major სასწავლო კურსების არჩევა მოხდება მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება, მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის);
  • I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა მოხდება ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. ესენია:
საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:
  • სტატისტიკა 1
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
  • ინგლისური ენა 2

საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:

  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
  • სოციოლოგიის შესავალი
  • შესავალი სოციალურ მუშაობაში
  • შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში
  • შესავალი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში

საფაკულტეტო არჩევითი კურსები:

  • აკადემიური წერა
  • ლოგიკა
  • გამოყენებითი ეკონომიკა
  • ანთროპოლოგია
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა

25 თებერვალს 10:00 საათზე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა გაიხსნება, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრეთვე თსუ–ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ინგლისურ ენაში სტუდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს წინა სემესტრის პედაგოგის გათვალისწინებით. ინფორმაციისთვის მიმართეთ უფროს სპეციალისტ თამარ ქარსაულიძეს IV კორპუსი, # 201.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ/დაუკავშირდით უფროს სპეციალისტ ქეთი ქირიას (VI კორპუსი, #104; 222 11 01 (233)), ან/და მოგვწერეთ sms.tsu.ge.

ტუტორთა მიერ სტუდენტების კონსულტირება იწარმოებს შესაბამის მიმართულებებზე:

საერთაშორისო ურთიერთობები – IV კორპ. # 201; 2 29 03 66
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპ. # 306; 2 25 08 19
საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპ. # 211; 222 11 01 (261)
პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპ. #301; 222 11 01 (254)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია –VI კორპ. # 206; 222 11 01 (234)
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური - VI კორპ. #207; 2 25 17 35

დამატებითი ინფორმაცია

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააუდიტორიო მეცადინეობები ჩატარდება:
თსუ I კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1
თსუ II კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #3
თსუ IV კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #14
თსუV I კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #8
თსუ VIII კორპუსი მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #13
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა ვაჟა-ფშაველას გამზირი #44



გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია



Print

« იხ. ყველა სიახლე