2016-08-01
მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; (ვაჟებისთვის 2 ც)
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 2 ც;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება –
29 აგვისტო - 2 სექტემბერი;
29 აგვისტო - 2 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი (9 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი (18 საათი) ;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 საათი);
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი (9 საათი);
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18 საათი) ;
ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14 სექტემბერი;
კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი (18 საათი);
ზ) გამოცდა სპეციალობაში-გასაუბრება (რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 16 - 20 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.
« იხ. ყველა სიახლე