2015-05-08

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!


2015 წლის 14 - 19 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება აკადემიკოს პ. მელიქიშვილის დაბადებიდან 165 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 75 - ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სამივე დონის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორატურა)  სტუდენტებს. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ამა წლის 25 მაისამდე. რეგისტრაციისათვის საჭიროა სტუდენტმა შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია (/ge/faculties/scial/neows/). გადმოწერა
მას შემდეგ რაც სტუდენტი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურებას, მონაწილემ მოხსენების სრული ტექსტი უნდა გააგზავნოს ფაკულტეტის სამეცნიერო - კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელ - ფოსტაზე (socpol.science@tsu.ge) არაუგვიანეს 10 ივნისისა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა 75 - ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 16 ივნისს, 11.00 საათიდან (თსუ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია). კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 1 ივნისს.

კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მეორე მაგისტრატურისა და დოქტორატურის სტუდენტებისათვის. ორივე სექციიდან შეირჩევა სამი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული სტუდენტების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება თსუ - ის სამეცნიერო შრომების კრებულში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

(თსუ, VI კორპუსი, ოთახი №406.  socpol.science@tsu.ge)

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

Print

« იხ. ყველა სიახლე