2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018წლის 1აგვისტოდან 2019 წლის 4 თებერვლამდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018წლის 1აგვისტოდან 2019 წლის 4 თებერვლამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის
10-13 ივნისის, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე შესაბამის მიმართულებებზე:
სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – თსუ IV კორპ. ოთახი №306,
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6267)
საერთაშორისო ურთიერთობები – თსუ IV კორპ. ოთახი № 201,
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6234)
საზოგადოებრივი გეოგრაფია – თსუ IV კორპ. ოთახი № 211,
ლუიზა აბაზაძე; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6222)
პოლიტიკის მეცნიერება – თსუ IV კორპ. ოთახი № 301,
ნათია დათიაშვილი, საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6223)
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – თსუ V Iკორპ. ოთახი № 206
ნანა ამირანაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 25 04 84 (6237)
პირველადი შედეგები: 17 ივნისს, 17 :00 სთ.
აპელაცია: 18 ივნისს, 09:00 - 12:00 სთ VI კორპუსი, ოთახი № 202
საბოლოო შედეგები: 18 ივნისს, 15 :00 სთ
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !