ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-07

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევართათვის 2017


მიმდინარე  წლის 23 ივნისი -1 ივლისს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება   საერთაშორისო ბილინგვური (ინგლისურ-ქართული) საზაფხულო სკოლა  დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის.

საზაფხულო სკოლის მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების და ახალგაზრდა მკვლევარების უნარ-ჩვევები რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზის და სამეცნიერო ნაშრომის მომზადების მიმართულებით.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.


თსუ,  VI კორპუსი,  აუდიტორია #303, საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამის ხანგძლივობაა 47 საათი. 

პროგრამა


ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე