თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge.
ბაკალავრიატის სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე მოეთხოვებათ 13 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.
საბაკალავრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.
გისურვებთ წარმატებას!