2015 წლის 17–18 დეკემბერს, თსუ სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა აბსტრაქტები განიხილება შესაბამისი მიმართულების ან ინტერდისციპლინურ სამეცნიერო წრეზე. მას შემდეგ, რაც სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი დადებითად შეაფასებს აბსტრაქტს, კონფერენციაში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია (
სარეგისტრაციო ფორმა).
საკონფერენციო ნაშრომებს განიხილავს ჟიური და შედეგები 20 ნოემბერს გახდება ცნობილი.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა ნაშრომის სრული ტექსტი საპრეზენტაციო დოკუმენტთან ერთად გამოგზავნეთ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე (s
ocpol.science@tsu.ge) 15 დეკემბრის 18 საათამდე.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს დიპლომები.
აბსტრაქტის სტრუქტურა:
- ნაშრომის არსი
- საკითხის აქტუალობა
- კვლევის მეთოდოლოგია
- მოსალოდნელი შედეგები
მოხსენების მომზადების წესი:
მოხსენების ხანგრძლივობაა 15 წუთი, Power Point-ის პრეზენტაცია არაუმეტეს 15 სლაიდისა;
მოხსენების რეზიუმე და ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ის A4 ფორმატში; შრიფტი ქართული ტექსტისათვის - Sylfaen,
ინგლისური ტექსტისათვის -
Times New Roman;
შრიფტის ზომა 12;
მოხსენების მოცულობა 1500-3000 სიტყვა
მოხსენების სტრუქტურა:
- სათაური
- აბსტრაქტი
- საკითხის აქტუალობა
- მეთოდოლოგია
- ლიტერატურის მიმოხილვა
- ძირითადი ტექსტი
- დასკვნა
ბიბლიოგრაფია
შენიშვნა: მოხსენება გააფორმეთ
APA სტილის გამოყენებით
საკონტაქტო პირი:
ნინო აბესაძე (VI კორუსი, ოთახი 406)
ტელეფონი: 2 22 11 01 (228); 555 94 39 37
მნიშვნელოვანი თარიღები:
19 ოქტომბერი - ინფორმაცია კონფერენციის გამოცხადების შესახებ
13 ნოემბერი - რეზიუმეების მიღების დასრულება
20 ნოემბერი - კონფერენციის მონაწილეთა გამოვლენა
15 დეკემბერი - კონფერენციის სრული ტექსტის და საპრეზენტაციო ფაილის მიღების დასრულება
17–18 დეკემბერი - კონფერენციის ჩატარების თარიღი