ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-02

სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით  ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”. კონფერენციის თემატიკა მოიცავს მრავალ ასპექტს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა პრიზმიდან განიხილონ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პრობლემატიკას, ეხება, გავლენას ახდენს ან მსგავსია კავკასიის რეგიონის ქვეყნების გამოწვევებისა.

ღონისძიების მიზანია სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება, მომავალი ლიდერებისა და მკვლევარების შეკრება, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე.

კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას, ესენია: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და ინტერდისციპლინური სესია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხეკურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს;

VI ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები” გაიმართება 2018 წლის 5 მაისს ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია თითოეულ სესიაზე შეაჯამებს მონაწილის მიერ წინასწარ გამოგზავნილი ნაშრომისა და პრეზენტაციის შეფასებას და გამოავლენს ავტორ(ებ)ს, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოვებს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით, ხოლო  საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის ფარგლებში პუბლიკაციის სახით. საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელები დააჯილდოვებენ საუკეთესო ნაშრომის ავტორებს სხვადახვა წიგნებით.

კონფერენციის თითოეულ მონაწილეს ნაშრომის წარდგენის შემდეგ გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://ss.ibsu.edu.ge/student-conference/

Print

« იხ. ყველა სიახლე