ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ ა.წ. 16 მაისს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი პროექტი:
- „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნაწილი) განვითარების პოტენციალის შეფასება ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით,“ 85 ქულა, 14 820 ლარი;
სულ -
14820 ლარი
ორი პროექტი – „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სოციალური შედეგები და მიზეზები“ 75 ქულა და „სამოქალაქო საზოგადოების როლი კონკურენტური ავტორიტარიზმიდან ელექტორალურ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში: საქართველოს მაგალითი“ 73.8 ქულა დაფინანსდეს პირობით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კორექტირების მოთხოვნით. გადაწყვეტილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ პროექტების ბიუჯეტების ჯამი აღემატება მთლიანად პროექტების დასაფინანსებელ თანხას – 22 380 ლარს 4320 ლარით. კომისიის მიერ პროექტის ბიუჯეტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პროექტებს გააჩნია ბიუჯეტის კორექტირების პოტენციალი.
კომისიის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 1 პროექტი არ ფინანსდება.
საკონკურსო კომისია