ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-09-06

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2010-2011 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამები
და პროგრამის ხელმძღვანელები


•    დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს:
            5 სექტემბრიდან  13 სექტემბრამდე.
            მის: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14,
            თსუ IV კორპუსი, II სართული, ოთახი  № 209;
            ტელეფონი: (+995 32) 225 02 61

•    საკონკურსო გამოცდა  უცხო ენაში (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა)  –  15 სექტემბერი.
(მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა, თსუ–ს  იბლიოთეკის შენობა), (კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან).
•    გამოცდის შედეგების  გამოცხადება – 16 სექტემბერი
•    სააპელაციო განცხადებების მიღება – 19-21 სექტემბერი, თსუ–ს კანცელარიაში (თსუ–ს  IIკორპუსი).
•    აპელაციის შედეგების გამოცხადება –  22 სექტემბერი
•    დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23-27 სექტემბერი
•    ხელშკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან:  28 სექტემბერი  – 7 ოქტომბერი
•    შენიშვნა: საკონკურსო საბუთები კონკურსანტს უკან არ უბრუნდება. 



წარსადგენი საბუთების ნუსხა:
•    განცხადება თსუ–ს რექტორის სახელზე
•    განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)
•    ფოტოსურათი (ელოქტრონული ვერსია CD–ზე) 3X4.
•    მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (ახალ  კურსდამთავრებულთათვის  ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ)
•    ბაკალავრის დიპლომის ასლი დამოწმების გარეშე
•    უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დოკუმენტების)  ასლი (აკრედიტაციის ცენტრიდან)
•    პირადობის  (ან პასპორტის)  მოწმობის ასლი
•    სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა
•    სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა
•    სამოტივაციო წერილი
•    უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
•    ახსნა–განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან  მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე)
•    სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა 


Print

« იხ. ყველა სიახლე