თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამაგისტრო ნაშრომების შემოწმებას პლაგიატზე პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით. პროგრამა მიბმულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე e-learning.tsu.ge.
მაგისტრანტებს სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა ელექტრონული სწავლების პორტალზე მოეთხოვებათ კონკრეტული სამაგისტრო პროგრამისთვის დადგენილი საბოლოო ვადის გასვლამდე.
კონკრეტული სამაგისტრო პროგრამებისთვის დადგენილი საბოლოო ნაშრომის ატვირთვის გრაფიკი:
- პოლიტიკის მეცნიერება -13 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით
- ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
- დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
- მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები - 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით
- მედია და ახალი ტექნოლოგიები - 13 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით
- ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი) - 13 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით
- სოციოლოგია - 13 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით
- სოციალური მუშაობა - 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით
- დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია - 13 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით
- გენდერის კვლევა - 13 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით
გაითვალისწინეთ! ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელფოსტით. თუ არ იცით ელფოსტის სახელი და/ან პაროლი, უნდა მიმართოთ თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირველი კორპუსის 05 ოთახში.
სამაგისტრო ნაშრომის პროგრამა „Turnitin”-ის გამოყენებით ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართში.
გისურვებთ წარმატებას!