2013-10-04
გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
8 ოქტომბერს 18.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეხვდება.თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დელეგაციის წევრები სტიპენდიის პროგრამას თსუ-ში გააცნობენ. დელეგაციას გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ვოლფგანგ ბიორნზენი ხელმძღვანელობს.
აღნიშნული სტიპენდიის (IPS) ფარგლებში (რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგი სრულად აფინანსებს), 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 2014 წლის 3 მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში.
პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება შეეძლებათ. პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, კვების, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)
« იხ. ყველა სიახლე