2017-06-14
დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- დემოგრაფია - 4 ადგილი
- კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 3 ადგილი
- კულტურის და მედიის სოციოლოგია - 3 ადგილი
- მასობრივი კომუნიკაცია - 3 ადგილი
- პოლიტიკის მეცნიერება - 5 ადგილი
- საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2 ადგილი
- სოციოლოგია - 2 ადგილი
- სოციალური მუშაობა - 2 ადგილი
- ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 6 ადგილი
- ურბანისტიკა – 4 ადგილი
დოქტორანტურაში მიღების ვადები და კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ნუსხა განსაზღვრულია თსუ-ს რექტორის N 111/01-01, 08.06.2017 ბრძანებით
შენიშვნა:
თსუ-ს რექტორის ბრძანების (N111/01-01, 08.06.2017) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ (დამტკიცებული თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება N72017, 23 იანვარი 2017) მე-5 მუხლის პუნქტი 5-ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა(პროსპექტუსი)
საბუთების მიღება:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თსუ IV კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14, ოთახი 302
ტელეფონი: 2221101(254)
« იხ. ყველა სიახლე