2015-06-04

აკად. პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების წესი და პროგრამა


აკად. პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის

ჩატარების წესი


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 18-19 ივნისს, 10:00-18:00 საათი (I კორპუსი, 318 აუდიტორია).

მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი, დისკუსია 5 წუთი.

მოხსენების ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word -ის ფორმატში. AcadNusx -ში, 12 ზომის კეგლით და სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 2 ინტერვალს. მოხსენების ზომა 1500–3000 სიტყვა.

ფაილის სახელწოდება უნდა იყოს ავტორის გვარი.

 

მოხსენების სავარაუდო სტრუქტურა:

  • სათაური
  • შინაარსი (სარჩევი)
  • აბსტრაქტი
  • პრობლემის ა ქტუალობა
  • მეთოდოლოგიის აღწერა
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი (სასურველია დაიყოს ქვეთავებად)
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურის სია

შენიშვნა: მოხსენება გააფორმეთ APA სტილის გამოყენებით  

http://ssp.tsu.ge

 

მოხსენების სრული ტექსტი უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე ( socpol.science@tsu.ge) არაუგვიანეს 10 ივნისისა, ხოლო საპრეზენტაციო მასალა უნდა გადმოაგზავნონ ელ-ფოსტაზე ( socpol.science@tsu.ge) 15 ივნისის 16:00 საათამდე. სათაურის ველში მიუთითეთ "75-ე კონფერენცია".

კონფერენციის დასრულებისას ჟიური გამოაცხადებს შედეგებს და გამარჯვებულებს. ფაკულტეტის თითოეული მიმართულებიდან შესაძლოა გამოვლინდეს 3 გამარჯვებული. იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც დაიკავებენ I ადგილს, დაიბეჭდება თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.

ჟიური კონფერენციის მონაწილეებს აფასებს ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმენის მიხედვით.

აკად. პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციაზე სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები:

#

შეფასების კომპონენტები:

მაქსიმალური ქულა

1.

საკითხის აქტუალობა

10

2.

მეთოდოლოგია

20

3.

ანალიზის, არგუმენტების და დასკვნების გამართულობა

30

4.

მოხსენების სტრუქტურა, ენობრივი და სტილისტური გამართულობა

20

5.

საპრეზენტაციო მასალის ხარისხი და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი

20

 

კონფერენციის პროგრამა

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე